საქართველოს ჩოგბურთს შეუსრულდა 100 წელი

ჩოგბურთი საქართველოში

მე-20 საუკუნის ბოლოს ქართულ ჩოგბურთს 100 წელი შეუსრულდა. ჩოგბურთს საქართველოში, სპორტის ისეთ სახეობებთან ერთად, როგორიცაა ფეხბურთი და კალათბურთი, მრავალი წლის განმავლობაში თავისი მიღწევებით ერთ_ერთი წამყვანი ადგილი ეკავა. უკვე გასული საუკუნის 20-იან წლებში, ქართული ჩოგბურთის ამოყალიბების ადრეულ პერიოდში, ქართველმა ჩოგბურთელებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. 1928 წელს საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე ამიერკავკასიის გუნდმა, რომელიც მთლიანად ქართველი ჩოგბურთელებით იყო დაკომპლექტებული, მე-2 ადგილი დაიკავა. იმ წლებში საბჭოთა კავშირში გრგვინავდნენ ისეთი სახელები, როგორიცაა იან ჰომერი, ედუარდ ნეგრებეცკი, არჩილ მდივანი, თამარ გოგოლაური, დავით გულიაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ იმ შორეულ წლებში სპორტი საბჭოთა კავშირში ჩაკეტილ სტრუქტურას წარმოადგენდა და კონტაქტები საზღვარგარეთელ სპორტსმენებთან ძალიან შეზღუდული იყო, ჩოგბურთი საქართველოში მაინც ვითარდებოდა. და, რაც მეტად მნიშვნელოვანია, სწორი მიმართულებით ვითარდებოდა და, როდესაც წამყვან ჩოგბურთელებს მიეცათ საშუალება საზღვარგარეთულ კორტებზე გამოსულიყვნენ, მრავალმა მათგანმა აჩვენა სავსებით ღირსეული თამაში. ჩოგბურთელების პირველმა გენერაციამ ი.ჰომერის თავკაცობით შესძლო საფუძველი ჩაეყარა შემდგომი თაობების წარმატებისათვის. ივანე ელერდაშვილის, ბორის კრუპენიკოვის, გივი კოკაიას, ვიქტორ ურაევსკის, ალექსანდრე მეტრეველის, ნუგზარ მძინარიშვილის, თეიმურაზ კაკულიას, ირინა რიაზანოვა-ერმოლოვას, რენა აბჟანდაძის, ალა ივანოვას, ნინო თუხარელის, ლეილა მესხის, ვლადიმერ გაბრიჩიძის, დავით კაჭარავას სახელები ოქროს ასოებითაა ჩაწერილი ქართული სპორტის ისტორიაში. ქართველი ჩოგბურთელების მიღწევების წყალობით, ჩოგბურთი საქართველოში სპორტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სახეობად გადაიქცა. სხვადასხვა წლებში რა ხელობის კაცს არ მოუსინჯავს თავისი ძალები ჩოგბურთის მოედანზე? ესენი იყვნენ: ცნობილი კომპოზიტორები-გრგოლ კილაძე და გია ყანჩელი, მხატვრები-გიგლა ფირცხალავა, ზურაბ ნიჟარაძე, ოლეგ ქოჩაკიძე, ჯემალ ლოლუა, გოგი მესხიშვილი, მევიოლინე კოტე ვარდელი, კინორეჟისორები-ძმები ელდარ და გიორგი შენგელაიები, ლანა ღოღობერიძე, მეცნიერები_მათე მირიანაშვილი, კოტე ბაქრაძე, ვაჰან მამასახლისოვი, ირაკლი გვერდწითელი, ქუჯი ძიძიშვილი, ირაკლი ღუდუშაური, ვაჟა ლეკიშვილი, ძმები ვაჟა და არჩილ ოკუჯავა, თამაზ გამყრელიძე, იურა კაპანაძე, გურამ დონდუა, არჩილ ბეგიაშვილი, ვახტანგ გომელაური, სანდრო მენაბდე, გიორგი ჯაბუა, ხვედრი ინასარიძე, ჰეიდარ ფალავანდიშვილი, გურამ ბერიშვილი, ფერანდო მაისაძე, ირაკლი გელეიშვილი, დუგლას უგულავა, ომარ ქომურჯიშვილი, ნოდარ ხომერიკი, ლია მახარაძე, სერგო ჩობანიანი, ქეთო მესხი, მეცნიერი, სპორტსმენი და მომღერალი გრიგოლ მამარდაშვილი, ცნობილი არქიტექტორი ლადო ალექსი-მესხიშვილი, გამოჩენილი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, მსახიობი და მწერალი გივი სიხარულიძე და ისეთი დიდი სპორტსმენები როგორებიც იყვნენ: ვიქტორ სანეევი, სლავა მეტრეველი, გურამ მინაშვილი, ლევან სანაძე, თამაზ ანთაძე, ალექსანდრე ბუსლაევი, ვალიკო კალმახელიძე, და მრავალი სხვა. კორტებზე მათი ყოფნა ხელს უწყობდა არაჩვეულებრივად თბილი ატმოსფეროს შექმნას, რაც, თავისთავად, ჩოგბურთში ტალანტების აღზრდაზე დადებით გავლენას ახდენდა.
1991 წელს ქართველი ჩოგბურთელების ცხოვრებაში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა. შეიქმნა საქართველოს ჩოგბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია. ფედერაციის შექმნასთან ერთად, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ჩოგბურთის
ორგანიზაციებში შესვლა. 1992 წლიდან საქართველო ITF-სა (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) და ETA -ს (ჩოგბურთის ევროპის ასოციაცია) სრულუფლებიანი წევრია.
1994 წლიდან ჩვენი სპორტსმენები რეგულარულად იღებენ მონაწილეობას "Davis Cup"-ისა და "Fed Cup"-ის (მამაკაცთა და ქალთა შორის გუნდური ჩემპიონატები) გათამაშებაში. ახალგაზრდა ჩოგბურთელები მუდმივად მონაწილეობენ ევროპის გუნდურ და პირად ჩემპიონატებში.


1997 წლიდან, ფედერაციის პრეზიდენტის - ლეილა მესხის ძალისხმევით თბილისსა და ბათუმში პროფესიონალთა ტურნირები ტარდება, როგორც ქალთა, ასევე მამაკაცთა შორის. ამან ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელებს პროფესიონალურ ჩოგბურთში საკუთარი ძალების გამოცდის საშუალება მისცა.

სურათეზე : 1-მარცხნიდან მეორე იან ჰომერი, მესამე ედუაედ ნეგრებეცკი, თბილისი, 1927. 2- ესპერ მერეკიული, იან ჰომერი, დავით გულიაშვილი, ბორის კრუპენიკოვი, ვლადიმერ სერებრენიკოვი, თბილისი, 1936